1ვინ ამუშავებს მონაცემებს
პლატფორმა FideSana-ს ოპერატორი და პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელია ინდივიდუალური მეწარმე დავით შოვნაძე (ქ. თბილისი, საქართველო), რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.
სერვისის ტექნიკური ფუნქციონირებისთვის FideSana იყენებს სერტიფიცირებულ ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას, უსაფრთხო ტრაფიკის გამტარ სერვისებს, ტრანზაქციული ელექტრონული ფოსტისა და შეტყობინებების (Push) მიწოდების სისტემებს. აღნიშნულ პროვაიდერებს გადაეცემათ მხოლოდ ტექნიკური მეტამონაცემები და მათთვის წამლების სია, დანიშნულება და პერსონალური ჩანაწერები სრულიად წაუკითხავია, რადგან ისინი იშიფრება უშუალოდ მომხმარებლის მოწყობილობაზე. ბარათით გადახდის ჩართვის შემდეგ გადახდებს ამუშავებენ სს „თიბისი ბანკი“ და სს „საქართველოს ბანკი“ (საბარათე მონაცემები FideSana-ს სერვერზე არ შემოდის).
2რა მონაცემებს ვინახავთ
| მონაცემი | რას მოიცავს | როგორ ინახება |
|---|---|---|
| ანგარიში | ელ-ფოსტა, სახელი, პაროლის ჰეში, ანგარიშის როლი, რეგისტრაციის თარიღი | ელ-ფოსტა და სახელი ბაზაში დაშიფრულია. პაროლს არ ვინახავთ, მხოლოდ მისგან მიღებულ ჰეშს. |
| დაშიფრული ჩანაწერები | ადამიანების სახელები, წამლები, განრიგი, მარაგი, დადასტურებები | თქვენს მოწყობილობაზე (ტელეფონზე ან საიტზე რეგისტრაციისას ბრაუზერში) იშიფრება (AES-256) და ჩვენთვის წაუკითხავია. დადასტურებების მხოლოდ ბოლო 200 ჩანაწერი რჩება თითო ადამიანზე. |
| ტელეფონის დაკავშირება | ერთჯერადი დაკავშირების კოდი | თავად კოდს არ ვინახავთ, მხოლოდ მის ჰეშს. |
| პაროლის აღდგენის კოდი | ერთჯერადი კოდის ჰეში და ვადა (30 წუთი) | კოდი იგზავნება იმ ელ-ფოსტაზე, რომელსაც აღდგენის ფორმაში შეიყვანთ. ვადის გასვლის ან გამოყენების შემდეგ კოდი უქმდება. |
| ანგარიშის გადატანა ტელეფონზე | ერთჯერადი კოდის ჰეში (30 წუთი) | თავად კოდი და მონაცემების გასაღები მხოლოდ QR კოდშია და სერვერზე არ იგზავნება. ჰეში მხოლოდ სერვერის მეხსიერებაშია და გამოყენებისას იშლება. |
| ბრაუზერში შენახული | შესვლის ნიშანი, პინით დაცული გასაღები (თუ დააყენეთ) და ნანახი შეტყობინებების ნიშნები | ინახება მხოლოდ თქვენს ბრაუზერში. „გამოსვლისას“ პინის ჩანაწერი იშლება, ასევე 5 არასწორი პინის შემდეგ. |
| მოსაწვევი კოდი | კოდის ჰეში და გამოყენების დრო | ანგარიშს არ უკავშირდება. |
| მხარდაჭერის შეტყობინებები | თემა და ტექსტი, რომელსაც თავად გვწერთ | დაშიფრული არ არის და ადმინისტრატორი კითხულობს. ამიტომ მასში წამლებსა და დიაგნოზს ნუ დაწერთ. |
| IP მისამართი | ტექნიკური მონაცემი | სერვერი მას მოთხოვნების რაოდენობის შესაზღუდად დროებით, მხოლოდ მეხსიერებაში იყენებს და არ ინახავს. ჰოსტინგის პროვაიდერს შეიძლება საკუთარი ტექნიკური ჟურნალი ჰქონდეს. |
3ჯანმრთელობის ინფორმაცია და თანხმობა
წამლების სია, დოზირება, მიღების განრიგი და დადასტურების ისტორია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის (ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ) პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები იშიფრება უშუალოდ მომხმარებლის მოწყობილობაზე (AES-256) და FideSana-სთვის ტექნიკურად წაუკითხავია.
წამლის მიმღები პირის მკაფიო თანხმობა. როდესაც მზრუნველი (ოჯახის წევრი ან ახლობელი) თავის ანგარიშზე ამატებს სხვა ადამიანს (ერთ ანგარიშზე მაქსიმუმ 1 ადამიანს) და მის წამლებს, მზრუნველი ვალდებულია წინასწარ მიიღოს წამლის მიმღები პირის მკაფიო, ინფორმირებული თანხმობა მისი მონაცემების სისტემაში შეყვანაზე, მოწყობილობის QR კოდით დაკავშირებასა და წამლის მიღების ან გამოტოვების სტატუსის მზრუნველისთვის გაზიარებაზე.
წამლის მიმღები პირი თავის ტელეფონზე QR კოდის დასკანირებითა და აპლიკაციის გააქტიურებით ადასტურებს თანხმობას, რომ წამლის მიღების დადასტურების ან 15 წუთში დაუდასტურებლობის შესახებ შეტყობინება გაეგზავნოს დაკავშირებულ მზრუნველს.
თანხმობის გამოხმობა. წამლის მიმღებ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია თანხმობის გაუქმება აპლიკაციიდან კავშირის გათიშვით ან მზრუნველისთვის მოთხოვნით, ხოლო ანგარიშის მფლობელს — პორტალიდან ანგარიშის სამუდამოდ წაშლით.
4რას არ ვაგროვებთ
ჩვენს სერვერზე წაკითხვად სახით არ ვინახავთ ტელეფონის ნომერს, საცხოვრებელ მისამართს, ასაკს და ადგილმდებარეობას. ადამიანის ტელეფონის ნომერი არასავალდებულოა და თუ მიუთითებთ, დაშიფრულ ჩანაწერში ინახება. კამერა მხოლოდ კოლოფის კოდის წასაკითხად გამოიყენება: სურათი არ ინახება და არ იგზავნება.
5რისთვის ვიყენებთ
მხოლოდ სერვისის მუშაობისთვის: შეხსენების, დადასტურებისა და მზრუნველის გაფრთხილებისთვის. მონაცემებს არ ვყიდით, რეკლამისთვის არ ვიყენებთ და თქვენს შესახებ პროფილს არ ვადგენთ.
7შენახვა და წაშლა
ანგარიშის მონაცემები ინახება მანამ, სანამ მომხმარებელი თავად არ წაშლის ანგარიშს.
ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პორტალზე, „ჩემი ანგარიშის“ ბარათში, პაროლის შეყვანით — ამ მოქმედებით სამუდამოდ იშლება ანგარიში, ყველა დაშიფრული ჩანაწერი და მხარდაჭერის შეტყობინებები.
სისტემის სარეზერვო ასლებში (Backup) წაშლილი მონაცემი შესაძლოა ტექნიკურად დარჩეს მოკლე, რეგლამენტირებული ვადით, რის შემდეგაც ავტომატურად ნადგურდება.
8თქვენი უფლებები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, შეგიძლიათ:
- მიიღოთ ინფორმაცია იმაზე, როგორ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს;
- მოითხოვოთ წვდომა და მონაცემების ასლი;
- მოითხოვოთ მონაცემების შესწორება, განახლება და შევსება;
- მოითხოვოთ დამუშავების შეწყვეტა, მონაცემების წაშლა ან განადგურება;
- მოითხოვოთ მონაცემების დაბლოკვა;
- მოითხოვოთ მონაცემების გადაცემა;
- გამოიხმოთ თანხმობა.
წაშლა თავად შეგიძლიათ პორტალზე. ჩანაწერების წაკითხვადი ასლი მხოლოდ თქვენს მოწყობილობებშია, რადგან ჩვენთვის ისინი წაუკითხავია. სხვა მოთხოვნებისთვის მოგვწერეთ საიტის საკონტაქტო გვერდიდან.
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ზედამხედველ ორგანოს (საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს) ან სასამართლოს.
9უსაფრთხოება
მონაცემები ინტერნეტში დაცული კავშირით (HTTPS) გადაიცემა. პაროლი ჰეშირებულია, 5 არასწორი მცდელობის შემდეგ კი შესვლა 15 წუთით იბლოკება.
მონაცემთა გაჟონვის ან უსაფრთხოების სხვა დარღვევის შემთხვევაში დაზარალებულ მომხმარებლებს ელ-ფოსტით ვაცნობებთ. როცა კანონი მოითხოვს, 72 საათში ვატყობინებთ ზედამხედველ ორგანოსაც.
10ცვლილებები
თუ პოლიტიკას არსებითად შევცვლით, აქ ახალ თარიღს მივუთითებთ და ანგარიშის მფლობელებს წინასწარ გავაფრთხილებთ.