წამალი დროზე. ახლობელი მშვიდად.
ნუნუ წამლის მიღების დროს ხმამაღლა შეგახსენებთ და არ გაჩუმდება, სანამ კამერას სწორი წამლის კოლოფს არ აჩვენებთ. თუ 15 წუთში დადასტურება არ მოხდა, შეტყობინება მზრუნველ ახლობელს გაეგზავნება.
როგორ მუშაობს
აპლიკაციის მიზანია, წამლის დროულად მიღება მარტივ ჩვევად იქცეს. ამიტომ მას არ აქვს „გადადების“, „გამოტოვების“ და „მოგვიანებით“ ღილაკები.
ანგარიში საიტზე იქმნება
რეგისტრაციისას ირჩევთ, ანგარიშს საკუთარი თავისთვის ქმნით თუ ახლობელზე ზრუნვისთვის. დაცვის გასაღებები თქვენს ბრაუზერშივე იქმნება, QR კოდით კი ანგარიში ტელეფონზე გადადის.
მზრუნველი ამატებს წამლებს
მზრუნველი თავის ანგარიშზე ამატებს 1 ადამიანს (მისი წინასწარი თანხმობით) და მის წამლებს. კოდის ხელით აკრეფა საჭირო არ არის — საკმარისია კოლოფის კამერით დასკანირება.
ადამიანის ტელეფონი უკავშირდება
ახლობლის ტელეფონზე QR კოდი მხოლოდ ერთხელ სკანირდება. პაროლის დამახსოვრება საჭირო არ არის — ამის შემდეგ ტელეფონი დამოუკიდებლად მუშაობს.
დროულად რეკავს სიგნალი
წამლის დროს ტელეფონი ხმამაღლა რეკავს და არ ჩერდება, სანამ ადამიანი მიღებას არ დაადასტურებს (მაქსიმუმ 15 წუთი).
მიღების დადასტურება
ადამიანი კოლოფს ტელეფონის კამერას აჩვენებს. აპლიკაცია ცნობს, რომ ეს ზუსტად ის წამალია და სიგნალს აჩერებს. სხვა წამლის კოლოფით სიგნალი არ გაჩერდება.
საჭიროების შემთხვევაში მზრუნველს ეცნობება
თუ 15 წუთში დადასტურება არ მოხდა, მზრუნველის ტელეფონზე შეტყობინება მოდის. აქვე ჩანს, როდის იწურება წამლის მარაგი.
ერთი შეხსენება, ერთი დასკანირება
წამლის დროს ტელეფონი რეკავს. გასაჩუმებლად საკმარისია, კამერას სწორი კოლოფი აჩვენოთ.
- სიგნალი თავისით არ გაჩუმდება. გადადების ან გამოტოვების ღილაკი აპში არ არის.
- სიგნალს სწორი კოლოფი აჩერებს. კამერა კოლოფს ცნობს და წამლის მიღებას ადასტურებს.
- 15 წუთში მზრუნველს ეცნობება. თუ დადასტურება არ მოხდა, მას შეტყობინება გაეგზავნება.
ილუსტრაცია, არა რეალური ეკრანი
გაიგეთ მეტი
უსაფრთხოება, მარტივად
ჩვენი წესი მარტივია: რაც არ გვჭირდება, არ ვაგროვებთ, ხოლო რასაც ვინახავთ, ბოლომდე დაცულია.
რას ვერ ვხედავთ ჩვენ
- რომელ ადამიანზე ზრუნავთ და რა ჰქვია
- რა წამლებს იღებს
- წამლების განრიგს და მარაგს
- ვინ როდის მიიღო წამალი
რას ვხედავთ
- თქვენს ელ-ფოსტასა და სახელს (ბაზაში დაშიფრულია; სერვერი მხოლოდ ანგარიშთან დაკავშირებული შეტყობინების გასაგზავნად იყენებს)
- როდის დარეგისტრირდით
- რამდენი ადამიანია დამატებული ანგარიშზე
- რამდენი დაშიფრული ჩანაწერია და რა ზომისაა
ხშირი კითხვები
მოკლე და პირდაპირი პასუხები.
რატომ არ აქვს აპს „გადადების“ ღილაკი?
გადადებული წამალი ძალიან ადვილად გვავიწყდება, ამიტომ აპლიკაცია გეხმარებათ, წამალი დროულად მიიღოთ და ეგრევე დაადასტუროთ.
რა ხდება, თუ ადამიანმა წამალი არ მიიღო?
თუ 15 წუთში დადასტურება არ მოხდა, მზრუნველს შეტყობინება მისდის. ამის შემდეგ მზრუნველი თავად წყვეტს, როგორ მოიქცეს: დაურეკოს, მივიდეს თუ სხვაგვარად დაეხმაროს.
საჭიროა თუ არა ინტერნეტი წამლის მიმღების ტელეფონზე?
სიგნალი ინტერნეტის გარეშეც რეკავს, რადგან განრიგი ტელეფონშია შენახული. დადასტურებაც ადგილზე ინახება და ინტერნეტის ჩართვისთანავე მზრუნველს ეგზავნება.
რამდენი ადამიანის დამატება შეიძლება?
ერთ ანგარიშზე ერთი ადამიანის დამატება შეიძლება.
რა მონაცემებს ითხოვთ?
მხოლოდ ელ-ფოსტას, სახელსა და პაროლს. ახლობლის ტელეფონის ნომერი არასავალდებულოა, მისამართსა და ასაკს კი საერთოდ არ ვითხოვთ. წამლები, სახელები და ნომრები მხოლოდ დაშიფრულად ინახება და სისტემაში მხოლოდ წამლის მიმღების თანხმობით შედის.
რა მოხდება, თუ ტელეფონი დამეკარგა?
ახალ ტელეფონზე შეიყვანეთ აღდგენის გასაღები, რომელიც ანგარიშის შექმნისას გაჩვენეთ. მონაცემები დაშიფრულია და გასაღების გარეშე მათ ვერავინ გახსნის — მათ შორის ვერც ჩვენ. ამიტომ გასაღები საიმედო ადგილას შეინახეთ, თუნდაც ფურცელზე ჩაწერილი.
შემიძლია ანგარიშის წაშლა?
დიახ. პორტალზე, „ჩემი ანგარიშის“ ბარათში, პაროლის შეყვანის შემდეგ ანგარიში და ყველა დაშიფრული ჩანაწერი სამუდამოდ იშლება.
რა ღირს სერვისი?
საცდელ პერიოდში ნუნუს გამოყენება უფასოა, შემდეგ თვიური საფასურია . თუ გამოწერას ახლანდელი ტარიფით ჩართავთ, მომავალში ფასის ზრდა თქვენზე არ გავრცელდება, სანამ გამოწერა უწყვეტად გექნებათ აქტიური (გაუქმებისა და მოგვიანებით ხელახლა ჩართვის შემთხვევაში იმოქმედებს იმ დროისთვის არსებული ტარიფი). ბარათით გადახდა მალე დაემატება და ამის შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ.
მუშაობს თუ არა iPhone-ზე?
წამლის მიმღები ადამიანის აპლიკაცია ჯერ მხოლოდ Android-ზე მუშაობს. მზრუნველს კი Android არ სჭირდება: დღის სიის ნახვა ნებისმიერი ტელეფონის ან კომპიუტერის ბრაუზერიდან შეუძლია, აღდგენის გასაღებით ან PIN-კოდით. შეტყობინება ჩანს მაშინ, როცა გვერდი გახსნილია.
როგორ დავუკავშირდე მხარდაჭერას?
პორტალში, მხარდაჭერის ფორმით. გაითვალისწინეთ, რომ შეტყობინებებს ადმინისტრატორი კითხულობს, ამიტომ იქ წამლებსა და დიაგნოზს ნუ ჩაწერთ.




